თავში

ზურა გირჩი ჯაფარიძეს რეგულაციის დარღვევის უფლება არ მისცეს

ზურა გირჩი ჯაფარიძეს რეგულაციის დარღვევის უფლება არ მისცეს
ზურა გირჩი ჯაფარიძეს რეგულაციის დარღვევის უფლება არ მისცეს

ზურა გირჩი ჯაფარიძე სკუტერით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. 

ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. 

„პირველ ბარიერში გავძვერი სკუტერით, მაგრამ მეორე ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა

ეს ხდება საბურთალოს სასაფლაოზე

პოლიციელების ცოცხალი კედლებია ყველგან

ამჯერად ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს, არ მომცეს კანონის დარღვევის შესაძლებლობა, რომ ჯარიმა არ დაეწერათ

ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრებამ, თუმცა ჯარიმის ქვითარი მაინც კარგი იქნებოდა საჩვენებლად

ეს ჰგონია ხალხს ნორმალური

და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების, ადათების და ქართველობის ნომერ პირველი მტერი“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system