თავში

ზურა ჯაფარიძე: მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

ზურა ჯაფარიძე: მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას
ზურა ჯაფარიძე: მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ისევე როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას,"- ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე წერს. 

"შესაბამისად, ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან

ქორწინებაში ვგულისხმობ ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაციას; რელიგიური რიტუალი კონკრეტული კონფესიის საქმეა

ზოგადად, ვთვლი რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ვინ ვისთან ერთად ქმნის ოჯახს, მაგრამ თუ ასეთი (რეგისტრაციის) უფლება არსებობს, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა

და ლელოზე ნუ გადაირევით მაინცდამაინც, სხვა პარტიებსაც იდენტური ან ოდნავ გაბლარული პოზიცია აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში; იმიტომ კი არა რომ რამე პრინციპს იცავენ. ხალხის რისხვის და ხმების დაკარგვის ეშინიათ",-წერს ჯაფარიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system