თავში

ზურაბ ჯაფარიძე კანაფის კულტივაციისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს

ზურაბ ჯაფარიძე კანაფის კულტივაციისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს
ზურაბ ჯაფარიძე კანაფის კულტივაციისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კანაფის კულტივიზაციისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს. როგორც report.ge-ს "გირჩის" პრესსამსახურში განუმარტეს, ზურაბ ჯაფარიძემ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანა.  ჯაფარიძე სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს ასაჩივრებს, რომელიც კანაფის კულტივაციისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კანაფის კულტივიზაციისთვის დღეს არსებული სასჯელი სიგიჟეა. 

"ჭიათურიდან, სოფელ ფარცხიდან ავთანდილ მეტრეველს კანაფის მოყვანისთვის ემუქრება 6 წლიანი ციხე. მოსამართლე არის ზურა ბალავაძე, რომელმაც ერთი კვირის წინ ჩემ თვალწინ ადამიანი 6 წლით გაუშვა ციხეში. რამდენიმე ძირი კანაფის მოყვანისთვის, ეს სასჯელი არის სრული სიგიჟე, ჯოჯოხეთი, რომელშიც ვცხოვრობთ. ადამიანებს უშვებენ ციხეში, იმ მცენარის კულტივაციისთვის, რომლის მოხმარება არის ლეგალური, ეს დაახლოებით იგივეა, მოიყვანო კიტრი და ამისთვის გაგიშვან 6 წლით ციხეში",- განაცხადა ბათუმში ზურაბ ჯაფარიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system