თავში

ზვავში მოყოლილ ტურისტს გუდაურის სამაშველო სამსახური ეძებს

ზვავში მოყოლილ ტურისტს გუდაურის სამაშველო სამსახური ეძებს
ზვავში მოყოლილ ტურისტს გუდაურის სამაშველო სამსახური ეძებს

სამაშველო სამსახური გუდაურში ეძებს ტურისტს, რომელიც ზვავში მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს. მათი ცნობით, ტურისტები აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ. 

„რუსი ტურისტების ჯგუფი გუდაურში, "საძელეს" მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში შესაბამისი დამცავი აღჭურვილობის გარეშე სრიალებდნენ, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი. გუდაურის სამაშველო სამსახურმა მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და 3 ადამიანი უვნებლად გამოიყვანა. ერთი ტურისტის სამძებრო - სამაშველო ოპერაცია ამ დრომდეც მიმდინარეობს.

მთის კურორტების განვითარების კომპანია მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს“, - აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system