"გალტ&თაგარტი" საქართველოს ეკონომიკაზე covid19-ის გავლენის 3 სცენარს განიხილავს.
ოპტიმისტური სცენარით, მარტი-მაისის პერიოდში ეკონომიკური ვარდნის შემდეგ ივნისიდან ეკონომიკური პროცესების გამოცოცხლებაა მოსალოდნელი და წლიური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 2.1%.
შუალედური სცენარი ვირუსის სეზონურობას ითვალისწინებს, რაც შემოდგომიდან ვირუსის ხელახალ გავრცელებას გულისხმობს და ეკონომიკა რეცესიაში შედის (-2.7%).
ყველაზე არასასურველი პესიმისტური სცენარით, ვირუსის შეჩერება 2020 წელს ვერ მოხერხდება და ეკონომიკური ვარდნა 6%-მდე გაღრმავდება.
იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკამ კორონავირუსითა და სანავთობო ომით ნაკლები ზარალი მიიღოს, საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი მთავრობას ურჩევს
- მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური შემწეობა/კომუნალური გადასახადების დაფინანსება;
- ქონების გადასახადის განახევრება;
- საგარეო დაფინანსების მოზიდვა;
- ბიზნესის რეგულაციების გადახედვა/შეჩერება;
- საპენსიო შენატანების შეჩერება დროებით;
- ფინანსური პირობების შერბილება ბანკებისთვის (კაპიტალის მოთხოვნები და სხვა);
- საბანკო რეგულაციების შემდგომი გამარტივება;
- საავადმყოფოების აღჭურვა/გაძლიერება;
- სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების მხარდაჭერის გაგრძელება.
ბელა გელაშვილი
ავტორი