თავში

ერთი კოვიდპაციენტის ჰოსპიტალური მართვა სახელმწიფოს 2 ათასი ლარი უჯდება

ერთი კოვიდპაციენტის ჰოსპიტალური მართვა სახელმწიფოს 2 ათასი ლარი უჯდება
ერთი კოვიდპაციენტის ჰოსპიტალური მართვა სახელმწიფოს 2 ათასი ლარი უჯდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნას განცხადებით, ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალური მართვა სახელმწიფოს საშუალოდ 2 ათასი ლარი უჯდება. 

მისივე დაზუსტებით,ეს თანხა არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულია სუნთქვის აპარატების მობილიზების, მედპერსონალის დატრენინგებისა და სხვა მსგავსი ხარჯებისთვის.

„ერთი შემთხვევის მართვაში და აქ შემთხვევის მართვაში ვგულისხმობ ჰოსპიტალურ მართვას, მაგრამ არა სხვა დანარჩენს, საშუალოდ იხარჯება, დაახლოებით, 2000 ლარი, მაგრამ ეს არის ძალიან უხეში გათვლა, რადგან რიგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს 10 ათი ლარი და მეტიც და რიგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს 500 ლარი, მაგრამ საშუალოდ შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ, დაახლოებით, 2000-ლარიან შეფასების ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულ იქნა და უნდა იყოს გაწეული მაგალითად ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისა და პერსონალის ტრენინგისთვის, ანუ საინვესტიო ხარჯი სისტემის მომზადების კიდევ ცალკე ხარჯია,“- განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system