თავში

ხორბლის ფქვილი ძვირდება

ხორბლის ფქვილი ძვირდება
ხორბლის ფქვილი ძვირდება

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ქართველ მომხმარებელს ფქვილი 2 ლარით გაუძვირდა, რაზეც გავლენა საერთაშორისო ფასმა და ლარის კურსმა ერთობლივად მოახდინა. სილაგავას ინფორმაციით, რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი სექტემბრიდან 23 დოლარით არის გაძვირებული, რის გამოც ადგილობრივ ბაზარზე ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

,,უცხოურ ბაზარზე საკმაოდ ნეგატიური სიტუაციაა ფასთან დაკავშირებით, რაც ტენდერს უკავშირდება. კერძოდ, თურქეთსა და არაბულ სამყაროში, ასევე ეგვიპტეში ჩატარდა ტენდერი, სადაც რუსეთმა გაიმარჯვა. გასულ წელთან შედარებით, მოთხოვნა 30%-ით არის გაზრდილი რუსულ ხორბალზე. ეს, სავარაუდოდ, პანდემიისადმი შიშმა გამოიწვია. ქვეყნები აკეთებენ მარაგებს, რაც ზრდის მოთხოვნას და შესაბამისად, ფასსაც. საექსპორტო ხორბლის ღირებულება გაიზარდა იმდენად, რომ გაუთანაბრდა ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულ და მოთხოვნად, ფრანგული ხორბლის ფასს. მაინც მგონია, რომ ეს არის, მაქსიმალური ფასი და ამაზე მეტად ხორბალი არ გაძვირდება", - ამბობს სილაგავა და დასძენს, რომ ასეთი პროგნოზის მიუხედავად, შეიძლება ფქვილის ფასი საქართველოში არსებულ დონეზეც შენარჩუნდეს, რადგან ლარის კურსის გაუფასურება ბაზარზე პრობლემას ქმნის.

,,მარაგები გვაქვს გარდამავალი, მაგრამ ყოველი პარტია უფრო ძვირად შემოდის. ამიტომ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ფქვილი მეტად არ გაგვეძვირებინა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსული ხორბალი ამაზე მეტად არ გაძვირდება, მაგრამ ლარის კურსი დიდი დაბრკოლებაა. თუკი სავალუტო ტენდენცია გაგრძელდება, ფასის ამ დონეზეც შენარჩუნება გაგვიჭირდება. იმედს იძლევა ის გარემოება, რომ მთავრობა საჭიროების შემთხვევაში სუბსიდირებას მოახდენს, ყველაფერი მაინც ერთი თვის პერსპექტივაში გამოჩნდება, როგორც ლარის, ასევე რუსული ხორბლის ფასის კუთხით“, - ამბობს ლევან სილაგავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system