თავში

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს აღარ უხელმძღვანელებს - განახლებულია

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს აღარ უხელმძღვანელებს - განახლებულია
ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს აღარ უხელმძღვანელებს - განახლებულია

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადებით, მან უკვე მიმართა საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს.

„დღეს საპენსიო სააგენტო გამართულად მუშაობს, გვაქვს კარგი შედეგები, უფრო კარგი, ვიდრე ველოდით. რეფორმა მიმდინაორებს კარგად“ ,- განაცხადა სურგულაძემ.

პოსტიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზს სურგულაძე არ ასახელებს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ  რთული გამოწვევების მიმართ ინტერესი აქვს, რომელიც ამ ეტაპზე გადალახა.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ლევან სურგულაძე, არც სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.

ცნობისთვის, ინფორმაცია, სურგულაძის თანამდებობიდან წასვლაზე მედიაში ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა, თუმცა მაშინ სააგენტომ ინფორმაცია არ დაადასტურა. სააგენტოში განმარტეს, რომ ლევან სურგულაძე ამის შესახებ განმარტებებს ტავად გააკეთებდა. დაანონსებულ ბრიფინგზე ლევან სურგულაძემ საზოგადოებას ამცნო, რომ თანამდებობიდან მიდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system