თავში

რამდენად უსაფრთხოა 5G ტექნოლოგია ჯანმრთელობისთვის

რამდენად უსაფრთხოა 5G ტექნოლოგია ჯანმრთელობისთვის
რამდენად უსაფრთხოა 5G ტექნოლოგია ჯანმრთელობისთვის

21-ე საუკუნეში 5G ინტერნეტი, აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი და სხვა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ 2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5G ინტერნეტტექნოლოგიის მავნებლობას დეზინფორმაციას უწოდებს და უწყებაში დასძენენ, რომ ტექნოლოგიების განვითარების უმთავრესი გზა მე-5 თაობის ინტერნეტზე გადის.

ცნობისთვის, თემაზე განმარტება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ COVID-19 5G მობილური ქსელით არ ვრცელდება.

განმარტება ამ თემაზე არაერთხელ აქვს გაკეთებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომელიც მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რადიოსპექტრის შესახებ ჩატარებული კვლევებით, 5G ტექნოლოგიის გამოყენება, ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. 

5G უკვე გამოიყენება და მასზე დაფუძნებული მრავალი მომსახურების ტესტირება მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნებობის და სატრანსპორტო სფეროებში.

"მაგალითად, სატესტო რეჟიმში, უკვე მუშაობს „ჭკვიანი სასწრაფო დახმარება“, რომელიც იკვლევს, როგორ შეიძლება პაციენტების მკურნალობა გადაუდებელი დახმარების ფარგლებში, საავადმყოფოს პერსონალთან, პარამედიკოსების მეშვეობით," - განმარტავს კომისია.

სპეციალისტების აზრით, მსოფლიო გამოწვევას, რომელსაც COVID-19 ჰქვია, ის ქვეყნები სადაც 5G ტექნოლოგია უკვე მუშაობს ყველაზე ეფექტურად გაუმკლავდნენ, სწორედ ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით.

"სამხრეთ კორეაში, 5G ეფექტურად გამოიყენეს, რათა ზუსტად დაედგინათ ინფექციის გავრცელების არეალები და ე.წ. კლასტერები. მსგავს მიდგომას იყენებს ისრაელიც, სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება საკარანტინე ზონების გაკონტროლება, რომ არ მოხდეს მათი თვითნებური დატოვება. ტაივანიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 5G ტექნოლოგია COVID 19-თან ბრძოლაში ეფექტურად გამოიყენა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ეს ქვყენები საკმაოდ წარმატებით გაუმკლავდნენ ინფექციის ზრდის ტემპის დასტაბილურებას და ინფექციის კერების ლოკალიზებას,"- აცხადებენ კომუნიკაციებსი კომისიაში.

5G ტექნოლოგია სასოცოცხლო მნიშვნელობას იძენს ბიზნესისთვისაც, რადგან წარმატებული ბიზნესოპერირებისთვის სრულყოფილი ინტერნეტტექნოლოგია აუცილებელია თანამედროვე ციფრულ სამყაროში სწორი კომერციალიზაციითვის..

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ტექნოლოგიების განვითარების უმთავრესი გზა მე-5 თაობის ინტერნეტზე გადის. შესაბამისად, 5G ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში. 

"პრინციპულად მნიშვნელოვანია ეფექტურად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და წამყვან ქვეყნებთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მოწინავე ადგილი გვეკავოს," - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system