თავში

როდის დაინერგება 5G ტექნოლოგია საქართველოში

როდის დაინერგება 5G ტექნოლოგია საქართველოში
როდის დაინერგება 5G ტექნოლოგია საქართველოში

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით,  აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ 2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს. 

კომისიის განმარტებით, 5G ინტერნეტი, აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი და სხვა. 

"მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად კომისიამ მასშტაბური სამუშაო უკვე ჩაატარა, უახლოეს მომავალში კი 5G ქსელისა და მომსახურებებისთვის საჭირო სიხშირული სპექტრის გასაცემად აუქციონი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, კომისია კომპანიებისთვის გარკვეული ვალდებულებების ნუსხას განსაზღვრავს, სატელეკომუნიკაციო კომპანიები კი 5G ტექნოლოგიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გამართავენ," - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისისაში და დასძენებ, რომ  ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5G  ინტერნეტტექნოლოგიის მავნებლობას გამორიცხავს. უწყებაში დასძენენ, რომ ტექნოლოგიების განვითარების უმთავრესი გზა მე-5 თაობის ინტერნეტზე გადის.

კომისიაში განმარტავენ, რომ მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვისაც, რადგან წარმატებული კომერციული ბიზნესოპერირება სრულყოფილი ინტერნეტტექნოლოგიის გარეშე წარმოუდენელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system