თავში

რკინიგზით გადაზიდული ნავთობპროდუქტების 30% აზერბაიჯანზე მოდის

რკინიგზით გადაზიდული ნავთობპროდუქტების 30% აზერბაიჯანზე მოდის
რკინიგზით გადაზიდული ნავთობპროდუქტების 30% აზერბაიჯანზე მოდის

რკინიგზით გადაზიდულ ნავთობპროდუქტებში 30% აზერბაიჯანზე მოდის. მაჩვენებელი 4%-ული პუნქტითაა გაზრდილი. 24%-დან 26%-მდე გაიზარდა რუსეთის წილი, ხოლო 13%-დან 8%-მდე დაეცა ყაზახური ნავთობპროდუქტების მოცულობა, 13-დან 21%-მდეა გაზრდილი თურქმენეთის ნავთობპროდუქტების მოცულობა. რკინიგზით გადაზიდული ნავთობპროდუქტების 15% სხვა ქვეყნებზე მოდის.

2020 წლის 6 თვეში რკინიგზის მიერ გატარებულ ნავთობპროდუქტებში 41% დიზელს უჭირავს, 10%-ი კი მსუბუქ საწვავზე მოდის, 19%-ი შეადგენს სპეც ბენზინს, 11% გაზოილს, 19% სხვა სახის ნავთობპროდუქტებს.

2020 წლის 6 თვეში რკინიგზით 1,456 მლნ ტონა ნავთობპროდუქტები გადაიზიდა. ეს არის 0.4%-იანი ზრდა წინა წლის 6 თვესთან შედარებით, თუმცა ტვირთის რაოდენობრივი ზრდის მიუხედავად, შემცირებულია შემოსავლები, უფრო კონკრეტულად, 2020 წლის 6 თვეში ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავლები 58.9 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 0.3%-ით ნაკლებია, წინა წლის 6 თვეში ტვირთის გადაზიდვებიდან მიღებულ შემოსავლებზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system