თავში

საქართველოში ონლაინ ვაჭრობა ნაწილობრივ აიკრძალა

საქართველოში ონლაინ ვაჭრობა ნაწილობრივ აიკრძალა
საქართველოში ონლაინ ვაჭრობა ნაწილობრივ აიკრძალა

საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობა კომპანიების ნაწილისთვის ონლაინ ვაჭრობას აღარ შეზღუდავს.

მზა საჭმლის გამოძახების გარდა დასაშვები გახდა მხოლოდ საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად. 

დადგენილებაში განმარტებულია დისტანციური მუშაობაც, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო აუცილებელ შემთხვევებში, ასევე, სამუშაო ადგილიდან, სადაც იქნება მაქსიმუმ 5 ადამიანი.

დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, სადაც გაიწერა კონკრეტული კომპანიებისა და ეკონომიკური საქმიანობის ტიპების ჩამონათვალი.

შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრმა გუშინ განაცხადა რომ თუ კომპანიები ჯანდაცვის პირობებს შეასრულებდნენ, ონლაინგაყიდვების ნებართვას მიიღებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system