თავში

ფარმაციის სფეროს მონიტორინგის შუალედური შედეგები ხვალ გასაჯაროვდება

ფარმაციის სფეროს მონიტორინგის შუალედური შედეგები ხვალ გასაჯაროვდება
ფარმაციის სფეროს მონიტორინგის შუალედური შედეგები ხვალ გასაჯაროვდება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, ფარმაციის სფეროს რეგულირების საკითხზე, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე, შეხვედრას გეგმავს.

როგორც კონკურენციის სააგენტო განმარტავს, კონკურენციის გაძლიერებისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, სემინარზე ფარმაციის პლატფორმის პროექტის პრეზენტაცია იგეგმება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე აპრობირებული მეთოდია.

„შეხვედრის მიზანია, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, სააგენტოში მიმდინარე მონიტორინგის ჭრილში, ქართული ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა. ასევე, ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება და კონკურენციის დაცვის ხელშემწყობი მექანიზმების, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა-გაზიარება“,- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწვეულნი არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები.

ღონისძიება 10 დეკემბერს, 09:30 საათზე „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system