თავში

თევზეული წელს 16 პროცენტით გაძვირდა

თევზეული წელს 16 პროცენტით გაძვირდა
თევზეული წელს 16 პროცენტით გაძვირდა

2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ნოემბრის ბოლომდე თევზეული 16 პროცენტით გაძვირდა. ამის შესახებ საქსტატის ინფლაციის ნოემბრის ანგარიშიდან ირკვევა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (26.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.4 პროცენტი), თევზეული (16.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.9 პროცენტი);

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system