თავში

მთავრობის დეპოზიტებზე სახსრები 503.0 მლნ ლარით გაიზარდა

მთავრობის დეპოზიტებზე სახსრები 503.0 მლნ ლარით გაიზარდა
მთავრობის დეპოზიტებზე სახსრები 503.0 მლნ ლარით გაიზარდა

ოქტომბერში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 503.0 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,692.6 მლნ ლარს გაუტოლდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ოქტომბრის „თვის მიმოხილვაში".

დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 40 მლნ ლარის და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. 

საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 360.0 მლნ ლარით და 2,300 მლნ ლარი შეადგინა. 

ერთთვიანი სესხი უცვლელია და 400 მლნ ლარს, ხოლო ერთდღიანმა სესხმა 103.8 მლნ ლარით მოიკლო. ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი გაიზარდა 393.0 მლნ ლარით. 

სებ-ის ცნობით, საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 629.5 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 3,155.3 მლნ ლარს გაუტოლდა. 

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, თვის განმავლობაში სარეზერვო ფულის მოცულობა 75.5 მლნ ლარით შემცირდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 47.6 მლნ ლარით გაიზარდა. 

საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები - 30.1 მლნ ლარით, ხოლო კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთების ოდენობა 93.0 მლნ ლარით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system