
ნიკო ქაჯაია „ რანინას გამარჯვებული“ და 2021 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილეა. 10 წლის ნიკო პარიზის დიდ სცენაზე „Let’s Count The Smiles-ით” წარსდგა და მეოთხე ადგილი მოიპოვა.
ნიკო 5 წლიდან მღერის. უყვარს ჯაზი. ჯერჯერობით, მუსიკას არ წერს, რადგან თვლის, რომ სიმღერის შექმნას მოთმინება და „დიდობა“ სჭირდება.
„ჯერ პატარა ვარ, რომ გავიზრდები, მერე დავწერ სიმღერებსო,“- გვითხრა.
ნიკო ქაჯაიას სამომავლო გეგმები ისევ მუსიკას უკავშირდება, თუმცა, ცოტა ხნით დასვენებას გეგმავს.