თავში

ვერიკო ტურაშვილი ახალ კლიპს ყარაბაღში გადაიღებს

ვერიკო ტურაშვილი ახალ კლიპს ყარაბაღში გადაიღებს
ვერიკო ტურაშვილი ახალ კლიპს ყარაბაღში გადაიღებს

ცნობილი ქართველი მომღერალი ვერიკო ტურაშვილი აზერბაიჯანული სიმღერების ალბომზე მუშაობს.

აზერბაიჯანულ მედიაში  მასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოქვეყნდა. როგორც ვერიკო ტურაშვილი ინტერვიუში ამბობს, მან რეპერტუარისთვის აზერბაიჯანული ფოლკლორის ნიმუშები აირჩია, რაც საკმაოდ რთული გამოწვევა იყო ქართველი მომღერლისთვის. 

ორი სიმღერა, "ლაჩინი" და "სარი გელინი",  უკვე მზად არის ორივე ენაზე. ალბომიც, როგორც ვერიკო ტურაშვილი ამბობს, ორენოვანი იქნება. 

ქართველი მომღერალი კლიპის გადაღებას ყარაბაღში, ლაჩინის რაიონში გეგმავს. ამასთან, ამბობს, რომ პოლიტიკისგან შორსაა და მისთვის მხოლოდ კულტურული ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system