თავში

მუსიკებს ვუსმენ, დამღალა პოლიტიკამ - თბილისელი ტაქსისტი

მუსიკებს ვუსმენ, დამღალა პოლიტიკამ - თბილისელი ტაქსისტი
მუსიკებს  ვუსმენ, დამღალა პოლიტიკამ - თბილისელი ტაქსისტი

დიმიტრი ნიკოლაიშვილი თბილისელი ტაქსისტია. ამბობს,- ახლა, გინდა იცინეთ და გინდა არა, მართლა მაქვს ორზე მეტი დიპლომიო.

ბატონი დიმიტრი დილიდან ღამემდე თბილისის ქუჩებში დადის და, მისივე თქმით, სხვადასხვა ჯურისა და აზროვნების ადამიანებს ხვდება. 

როგორც იხსენებს, 1982 წელს ბავშვობის ოცნება აიხდინა და გემზე ავიდა. ახალგაზრდა მეზღვაურმა მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მოიარა. მეზღვაურობის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა , ლითონის შედუღების სპეციალისტი გახდა. თუმცა, მერე  პროფესიის შეცვლა მოუწია. დღეს დიმიტრი ნიკოლაიშვილი ტაქსის მძღოლია. მისი სამუშაო დღე ალიონზე იწყება. ამბობს, რომ არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს, უცვლელი მხოლოდ მისი მგზავრების სასაუბრო თემებია: პოლიტიკა , სპორტი და ამინდი. 

მუსიკები მაქვს ჩართული, დამღალა პოლიტიკამო,- გვითხრა 58 წლის თბილისელმა ტაქსისტმა, რომელიც თვლის, რომ ყველა პროფესია საინტერესო და საჭიროა, მთავარია, რასაც აკეთებ, ის მოგწონდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system