თავში

"არ ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა"- პრეზიდენტი

"არ ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა"- პრეზიდენტი
არ ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ ეთანხმება "ქართული ოცნების" არგუმენტს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით პოლარიზაცია არ შემცირებულა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი პოლარიზაციას ამცირებს. 

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ პროცესი გაგრძელდება.

"არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია", - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system