თავში

"დამოუკიდებელი დეპუტატების" ახალი ინიციატივა

"დამოუკიდებელი დეპუტატების" ახალი ინიციატივა
დამოუკიდებელი დეპუტატების ახალი ინიციატივა

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან, რომელიც რეგლამენტში ცვლილებას ითვალისწინებს.

მათი განცხადებით, უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია პარლამენტში, რომელიც იქნება დროებითი.

"ვინაიდან არ გაგვაჩნია საპარლამენტო კონტროლი ამ სფეროში, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ასეთი რგოლის არსებობა მიგვაჩნია ყველაზე ეფექტურ ბრძოლად კორუფციასთან. გვგონია, რომ ეს უნდა გახდეს გარკვეული პოლიტიკური კონსენსუსის ნაწილი. თუ ჩვენ გვინდა ქვეყნისა და ხალხის სამსახური, კორუფცია ვერ გახდება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან. ეს საკითხი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი. თუ ხელისუფლება ამ საკითხში ჩვენს გვერდით არ იქნება და დაიცავს მის კორუმპირებულ წევრებს, ეს იქნება კიდევ ერთი ბრძოლის დასაწყისი. კორუფცია ძარცვავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას. ჩვენი ფრაქციის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ერთსულოვანი",- აცხადებენ ფრაქციის წევრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system