თავში

გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 18:00 საათზე ამოიწურება

გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 18:00 საათზე ამოიწურება
გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 18:00 საათზე ამოიწურება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათზე უნდა ამოწურულიყო, თუმცა, 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. 

,,ვინაიდან ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, მიიღებს 27 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0).

შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში", - აცხადებენ ცესკოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system