თავში

კონსტანტინე კოსაჩევი - რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებით დაინტერესებულია - განახლებულია

კონსტანტინე კოსაჩევი - რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების განვით
კონსტანტინე კოსაჩევი - რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებით დაინტერესებულია - განახლებულია

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების, ასევე ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხები მყისიერ გადაწყვეტილებას საჭიროებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინე კოსაჩევმა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

კოსაჩევმა აღნიშნა, რომ დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სავალალო მდგომარეობაშია.

„თუმცა ჩემი და თქვენი აზრი ყოველთვის ემთხვეოდა იმაში, რომ ჩვენი ერები სულ სხვა რამეს ელიან. სახელმწიფოები, პარტიები და პოლიტიკოსები ამ საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა აღიქვამდნენ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს“, - აღნიშნა კონსტანტინე კოსაჩევმა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს ეროვნული ინტერესების რიცხვში ნინო ბურჯანაძე რუსეთთან ურთიერთობას მკაფიოდ ხედავს“.

„ჩვენ საქართველოსთან ურთიერთქმედების პროგრესული განვითარებით დაინტერესებულები ვართ“, - განაცხადა კოსაჩევმა.

მან ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - დასძინა კოსაჩევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system