თავში

პროტესტი არ ჩაცხრება - უდუმაშვილი

პროტესტი არ ჩაცხრება - უდუმაშვილი
პროტესტი არ ჩაცხრება - უდუმაშვილი

თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ "ლოქდაუნის" გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება და არ იქნება, ძალიან ცდება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები მომდევნო დღეების განმავლობაში იმსჯელებენ თუ როგორ შეხვდებიან პარლამენტის პირველ სხდომას. 

"თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ "ლოქდაუნის" გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება და არ იქნება, ძალიან ცდება. ეს ,,ლოქდაუნი" კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის ჩვენ მოსახლეობას, ასე რომ, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ, მათ შორის როგორ შევხვდებით პარლამენტის პირველ სხდომას", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

ცნობსითვის, ოპოზიციური პარტიები დღეს "ლელოს" ოფისში იკრიბებიან სამომავლო სამოქმედო გეგმის შესათანხებლად, მათ შორის უნდა განიხილონ დეკემბრის პირველ ნახევარში ჩასატარებელი აქცია, რომელიც პარლამენტთან, საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციის დღეს უნდა გაიმართოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system