თავში

"ნაციონალური მოძრაობა" დილემის წინაშეა - ირაკლი ღარიბაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" დილემის წინაშეა - ირაკლი ღარიბაშვილი
ნაციონალური მოძრაობა დილემის წინაშეა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა"  ჩიხურ მდგომარეობაშია.

პრემიერის განცხადებით, დღეს ამ პარტიისთვის თანაბრად პრობლემურია, შევლენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში.

"ნამდვილად აღარ მინდა ამ რადიკალურ ჯგუფზე, "ნაცმოძრაობაზე" საუბარი. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ისინი 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა, შემდეგ აღმოჩნდა ისე, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროკავშირის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტს. მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში, დილემის წინაშე არიან. მათი პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც მათთვის თანაბრად პრობლემურია. თავად ჩაიგდეს თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system