თავში

წამოვიწყებ ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს - პრეზიდენტი

წამოვიწყებ ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს - პრეზიდენტი
წამოვიწყებ ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს - პრეზიდენტი

ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ პრობლემების დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ცხადია, რომ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და წინ წავიდეთ საქართველოს მიერ 30 წლის წინ არჩეულ გზაზე, რომელმაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და პროგრესისკენ სვლის არაერთი სიძნელე გადაგვალახინა.

საქართველოსთვის ეს გზა წარმატებული იყო და იგი ნატოს სანდო პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი გახადა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ აიღო ისეთი ვალდებულებები, როგორებიცაა:

სასამართლო და საარჩევნო რეფორმის შემდგომი განხორციელება ინკლუზიური პროცესის მეშვეობით.

ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის დოკუმენტის მიღება.

ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია.

ველი მომავალ წელს მათ შესახებ ანგარიშის წარმოდგენას, რადგან ისინი ასახავს დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი საქართველოს ისტორიულ ვალდებულებას.

თუმცა ამ ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.

თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია.

ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system