თავში

იცავს თუ არა კოვიდ გადატანილებს იმუნიტეტი "ომიკრონისგან"

იცავს თუ არა კოვიდ გადატანილებს იმუნიტეტი "ომიკრონისგან"
იცავს თუ არა კოვიდ გადატანილებს იმუნიტეტი ომიკრონისგან

უახლესი კვლევების თანახმად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ბუნებრივი ანტისხეულები "ომიკრონ" შტამის განეიტრალებას ვერ ახერხებენ. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ სამედიცინო გამოცემა News Medical წერს.

მეცნიერებმა კოვიდ გადატანილების იმუნიტეტის "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტურობა შეისწავლეს. კვლევებით დადგინდა, რომ ვაქცინების ერთი და ორი დოზის მსგავსად, "ომიკრონისგან" მნიშვნელოვან დაცვას ვერც ბუნებრივად გამომუშავებული ანტისხეულები უზრუნველყოფს.

ამასთან, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების თითქმის მესამედს დაავადების გადატანის შემდეგ ანტისხეულები არ უვითარდებათ. 

გამოცემა Health Line-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, "ომიკრონისგან" ყველაზე ეფექტურ დაცვას ჰიბრიდული იმუნიტეტი უზრუნველყოფს. ეს გულისხმობს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირის ანტისხეულებისა და ვაქცინაციის სრული კურსის ერთობლიობას.

ჩინეთში ჩატარებული უახლესი კვლევების თანახმად, Sinovac-ის ვაქცინა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის წინააღმდეგ საკმარის ანტისხეულებს არ გამოიმუშავებს.

უახლესი კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკს 70%-ით ამცირებს.

რაც შეეხება ბუსტერულ დოზას,Report.ge წერდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" ანეიტრალებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system