თავში

კიბოს ნანო-რობოტების მეშვეობით უმკურნალებენ

კიბოს ნანო-რობოტების მეშვეობით უმკურნალებენ
კიბოს ნანო-რობოტების მეშვეობით უმკურნალებენ

მეცნიერებმა ქიმიოთერაპიული მედიკამენტების კიბოს უჯრედებში გადატანის ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Science Daily წერს. 

გამოცემის ცნობით, ქიმიოთერაპიის ახლებური მეთოდი ორგანიზმში პრეპარატის ნანო-რობოტებით შეყვანას უკავშირდება.

კვლევის თანახმად, სპეციალურად შექმნილი ტექნოლოგია პირდაპირ კიბოს უჯრედებში ინექციის გაკეთების საშუალებას იძლევა.

ნანო-რობოტების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ახალ მეთოდს შეუძლია შეამციროს გვერდითი მოვლენები. მისი დამზადება 3D პრინტერის მეშვეობით ხდება.

შეგახსენებთ, კობის უნივერსიტეტის იაპონელმა მკვლევრებმა კიბოს უჯრედების მანამდე უცნობი თვისება აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, სიმსივნის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.

გაიგეთ, რამდენად ახლოს ვართ კიბოს დამარცხებასთან?

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სალმონელას ბაქტერიის მეშვეობით სიმსივნის მკურნალობის მეთოდი შექმნეს.

ამასთან, უკვე შეიქმნა ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაც.

ხოლო, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა კიბოს ინოვაციური მკურნალობა შეიმუშავეს, რომელიც იმუნური T-უჯრედების გააქტიურებას ემყარება.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში ფარმაცევტული კორპორაცია BioNTech-ის მიერ შემუშავებული კიბოს საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა პირველმა პაციენტმა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system