თავში

"ომიკრონი" 4-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა შტამები

"ომიკრონი" 4-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა შტამები
ომიკრონი 4-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა შტამები

კიოტოს უნივერსიტეტის იაპონელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კორონავირუსის "ომიკრონ" შტამი ადამიანიდან ადამიანზე 4,2-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე "დელტა" ვარიანტი. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg  წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ აღნიშნული მოსაზრება კვლევებით საბოლოოდ დადასტურდება, "ომიკრონი" კორონავირუსის ყველაზე ინფექციური ფორმა იქნება. 

კიოტოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების პროფესორმა, ჰიროში ნიშიურამ გააანალიზა გენომის მონაცემები, რომლებიც 26 ნოემბრამდე სამხრეთ აფრიკელებში, გაუტენგის პროვინციაში იყო ხელმისაწვდომი.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევას სამეცნიერო შეფასება ჯერ არ გაუვლია და არც სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირბელად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system