თავში

როდის იქნება ხელმისაწვდომი BioNTech-ის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა?

როდის იქნება ხელმისაწვდომი BioNTech-ის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა?
როდის იქნება ხელმისაწვდომი BioNTech-ის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა?

BioNTech-ის მიერ შემუშავებული კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა კლინიკური კვლევების მეორე ეტაპზე გადადის. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Interesteng Eneering წერს.

ამ ზაფხულს 47 წლის ომარ როდრიგესს მსხვილი ნაწლავის კიბოს მე-3 სტადიის დიაგნოზი დაუსვეს.  მას  სიმსივნის მოსაშორებლად ოპერაცია ჩაუტარდა და 70 პროცენტიანი ალბათობაა, რომ ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდეს.

იგი პირველი ადამიანი იქნება, რომელიც კომპანია BioNTech-ის მიერ შემუშავებულ კიბოს საწინააღმდეგო mRNA ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ  ვაქცინას მიიღებს. 

BioNTech 13 წლის წინ კიბოს სამკურნალო პრეპარატისა და თერაპიის შექმნის მიზნით დაარსდა. კომპანიამ ვაქცინის პოტენციურ სამიზნედ კოლორექტალური კიბო აირჩია,  დაავადების რეციდივის შედარებით მაღალი სიხშირის გამო.

ექსპერიმენტული ვაქცინა, ავარჯიშებს ადამიანების იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების აღმოსაჩენად, მათზე თავდასხმისა და განადგურებისათვის. ტრადიციული ქიმიოთერაპიის გამოყენების ნაცვლად,  ვაქცინა კიბოსთან საბრძოლველად ორგანიზმს საკუთარი იმუნური სისტემის გაუმჯობესებაში ეხმარება. 

ოთხწლიანი კლინიკური ექსპერიმენტის მონაწილეები  ვაქცინის თითო ინექციას ყოველ ექვს კვირაში ერთხელ მიიღებენ, ჯამში 6-ჯერ. ამის შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში თერაპიას  ორკვირაში ერთხელ გაივლიან.

შეგახსენებთ, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სალმონელას ბაქტერიის მეშვეობით სიმსივნის მკურნალობის მეთოდი შექმნეს.

ამასთან, უკვე შეიქმნა ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაც.

ხოლო, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა კიბოს ინოვაციური მკურნალობა შეიმუშავეს, რომელიც იმუნური T-უჯრედების გააქტიურებას ემყარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system