თავში

1-ელ ნოემბერს 140 საარჩევნო უბანი გადაითვლება

1-ელ ნოემბერს 140 საარჩევნო უბანი გადაითვლება
1-ელ ნოემბერს 140 საარჩევნო უბანი გადაითვლება

ქვეყნის მასშტაბით 140 საარჩევნო უბანი ხელახლა გადაითვლება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, გადათვლაზე უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და პროცესის ვიდეო გადაღება.

ხელახალი დათვლის პროცესს შესაბამისი უფლებამოსილი პირები დააკვირდებიან.

"საარჩევნო რეფორმების საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა არჩევნების პირველ ტურზე გვაჩვენა, რომ აღნიშნულმა პროცესის გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. შესაბამისად, მინდა საოლქო საარჩევნო კომისიებს მივმართო მნიშვნელოვანი ინიციატივითა და რეკომენდაციით სავალდებულო ხუთი უბნის ნაცვლად 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი გამოავლინონ და გადათვალონ",- განაცხადა ბრიფინგზე კალანდარაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system