თავში

"2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია იქნება" - გამყრელიძე

"2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია იქნება" - გამყრელიძე
2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია იქნება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა იქნება.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი არასაკმარისი კომუნიკაციის შედეგია.

"როცა მიზეზებზე მეკითხებიან, რატომ ვერ გავედით სამიზნე მაჩვენებელზე, პირველი მიზეზი ყოველთვის იყო და არის, რომ მაინც დავაკელით საკომუნიკაციო კამპანია ქვეყანაში. უფრო აქტიური, აგრესიული უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. მაშინ, როცა ჩვენ ივლისიდან შევქმენით საკმარისი მარაგი - ივლისიდან მოყოლებული სექტემბრის ბოლომდე 5 მილიონამდე ვაქცინის დოზა უკვე გვქონდა, რომლითაც მოცვა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავედით 60%-იან მოცვაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ნახეთ, კოვიდვაქცინაციის სტატისტიკა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system