თავში

21 დეკემბრიდან "რემდესივირი" ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება - ცერცვაძე

21 დეკემბრიდან "რემდესივირი" ყველასთვის იქნება - ცერცვაძე
21 დეკემბრიდან რემდესივირი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება - ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პრეპარატ „რემდესივირის“ პირველი საცდელი პარტია საქართველოში უკვე შემოსულია და 21 დეკემბრიდან ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.  

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანამ ამ ეტაპზე, 4000 ერთეული შეიძინა და პრეპარატი ახლა საბაჟო პროცედურებს გადის. 

„ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდულია „რემდესივირის“ პირველი საცდელი პარტია, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ახლა არის საბაჟო პროცედურები, ლოჯისტიკური საკითხები. ვვარაუდობთ, რომ „რემდესივირის“ გამოყენება პაციენტებში ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს ორშაბათისა. ორშაბათიდან ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. რამდენადაც ვიცი, შემოტანილია 4 ათასი ფლაკონი, რათა ყველა კლინიკაში იყოს გამოყენებული იმ პაციენტებთან მიმართებით, ვისაც სჭირდება. თუ ექსპერტების მოსაზრება იქნება ისეთი, რომ მედიკამენტმა გაამართლა, გააუმჯობესა ან შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, რომ შემოიტანოს ახალი პარტია იმ რაოდენობით, რა რაოდენობაზეც მოთხოვნა იქნება" - განაცხადა მან. 

ცერცვაძის თქმით, პრეპარატის გამოსაყენებლად შემუშავებულია დეტალური პროტოკოლი. 

„რემდესივირის“ გამოყენებისას სრულიად ახალი პროტოკოლი შევიმუშავეთ, რომელიც ძალიან დეტალურია. ის ეყრდნობა მსოფლიოს წამყვან გაიდლაინებს და რეკომენდაციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველამ იცის, რომ „რემდესივირზე“ არ არის ერთგვაროვანი შეხედულება. საქართველოში აუცილებლად უნდა ყოფილიყო „რემდესივირი“ შემოტანილი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თუ მსოფლიოში ის ყველასთვის ხელმისაწვდომია, ქართველი პაციენტი რატომ უნდა დაიჩაგროს. საქართველოშიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაე, ექიმებმა და თავად პაციენტებმა გადაწყვიტონ, ეს მედიკამენტი გამოიყენონ თუ არა. მისი შემოტანა ყველა შემთხვევაში გამართლებულია“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძემ განმარტა, თუ რა შემთხვევაში და რომელი კატეგორიის პაციენტებში იქნება დაშვებული "რემდესივირის" გამოყენება.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო პროცესში ორშაბათიდან ჩაერთვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system