თავში

22 წლის ახალგაზრდა ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

22 წლის ახალგაზრდა ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა
22 წლის ახალგაზრდა ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ზუგდიდში მცხოვრები, 22 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტი 19 იანვარს შეიყვანეს. მეორე დღეს კი ქუთაისის ,,უნიქალ მედში" გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი 22 იანვარს ქუთაისიდან თბილისში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

როგორც report.ge-ს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა პაციენტი კლინიკაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს.

,,რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შემოიყვანეს. ეს არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გარკვეული გართულებები კუჭნაწლავის ტრაქტიდანაც, თუმცა, როგორც პაციენტის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, ბოლო სამი დღის განმავლობაში ტემპერატურული რეაქცია არ ჰქონია. ავადმყოფს ემერჯენსის განყოფილებაში ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებულ იქნა ანტივირუსული და ანტიბიოტიკო თერაპია, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, თუმცა, მეორე დილას უკვე პატრონმა და კლინიკის ადმინისტრაციამ ერთობლივი შეთანხმებით გადაიყვანა კატასროფის სამსახურის ბრიგადით ქუთაისის უნიქალ მედში", - განაცხადა სულხან ორჟონიამ.

მისივე თქმით, სიმპტომები, რომელიც პაციენტს აღენიშნებოდა რესპირატორული ვირუსული ინფექსიისთვის დამახასითებელ სიმპტომოკომპლექსს ჰგავს.

რა გახდა კონკრეტულად, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system