თავში

63 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

63 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
63 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

"მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 63 სკოლა და 188 ცალკეული კლასი",- ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შემცირებულია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ.

"ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 120 მასწავლებელი იმყოფება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება",- აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.

13 მაისიდან, სასწავლო პროცესის განახლებიდან, 21 მაისის ჩათვლით მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system