თავში

8 მაისი გადამფრენი ფრინველების მსოფლიო დღეა

8 მაისი გადამფრენი ფრინველების მსოფლიო დღეა
8 მაისი გადამფრენი ფრინველების მსოფლიო დღეა

8 მაისი გადამფრენი ფრინველების მსოფლიო დღეა. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთი მძლავრი მიმართულებაა. 

გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აჭარა ფრინველების გადაფრენაზე დაკვირვების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია აღმოსავლეთ ევროპაში. მათივე ცნობით, აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე ათასობით ფრინველი მიგრირებს „ბათუმის ძაბრით“, რომლის სიგანე დაახლოებით 10 კმ-ია.

ცნობისთვის, 2008 წელს ბათუმში გაიმართა პირველი Batumi Raptor Count, რომლის დროსაც დაახლოებით 800,000 მტაცებელი ფრინველის გადაფრენა აღირიცხა. 2012 წლიდან აჭარაში ტარდება ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ფრინველთა კვლევასა და კონსერვაციასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება.

საქართველოში წელს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აგვისტომდე აკრძალულია.  აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system