თავში

87 წლის ოთარ აბაშიძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

87 წლის ოთარ აბაშიძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
87 წლის ოთარ აბაშიძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

ქობულეთში მცხოვრებმა, 87 წლის ოთარ აბაშიძემ კორონავირუსი დაამარცხა. ასაკოვანი პაციენტი კლინიკიდან უკვე გაეწერა. 

მის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მედცენტრი ავრცელებს.

,,სასიხარულო სიახლე! დღეს მედცენტრის რეანიმაციიდან გაეწერა 87 წლის ოთარ აბაშიძე, რომელმაც COVID-19 დაამარცხა. ქობულეთის მკვიდრი 12 ოქტომბერს COVID-19-ის ვირუსით შემოვიდა კლინიკაში, სუნთქვის უკმარისობით, მას დაუდგინდა COVID-19 ასოცირებული ბილატერალური პნევმონია. მზრუნველი ექიმების და ექთნების ძალისხმევით მან მოახერხა ვირუსის დაძლევა! მივულოცოთ ბატონ ოთარს გამოჯანმრთელება და ვუსურვოთ დიდხანს სიცოცხლე! წლების შემდეგ შვილთაშვილებისთვის მოეყოლოს კოვიდის დამარცხების ამბავი! მადლობა მედპერსონალს თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის! პაციენტის ნებართვით გიზიარებთ ფოტოს!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 22 803-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9 401-ს შეადგენს.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 178-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system