თავში

აჭარაში დედა შვილზე ძალადობისთვის დააკავეს

აჭარაში დედა შვილზე ძალადობისთვის დააკავეს
აჭარაში დედა შვილზე ძალადობისთვის დააკავეს

სამართალდამცველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს დედა, რომელიც მის არასრულწლოვან შვილს, 9 წლის გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system