თავში

აჭარაში COVID-19 ისევ დადასტურდა

აჭარაში COVID-19 ისევ დადასტურდა
აჭარაში COVID-19 ისევ დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმპორტირებულია და ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

ამასთან, აჭარაში გუშინ ჩატარებული 633 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

რაც შეეხება ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 40 პირს, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 25 996 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 2313 პირი. კარანტინი დატოვა 9873-მა პირმა.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 4 ივლისსაც დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system