თავში

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე რამდენიმე მონაწილე დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე რამდენიმე მონაწილე დააკავეს
აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე რამდენიმე მონაწილე დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის გამოც აქციის მონაწილეები დააკავეს.

აქციაზე დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

ჯერჯერობით დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოძრაობა "იმოქმედეს" წევრებმა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, თორნიკე რიჟვაძეს ბუშტები გაუგზავნეს,რომელზეც ეწერა - ''გამოდი, შეხვდი ხალხს''.

"ეს იყო წვრილმანი ხულიგნობა,“ – ასე შეაფასა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა აჭარის მთავრობის სახლის წინ ჰელიუმის ბუშტების გაშვება.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დღეს დილიდან განახლდა. მანიფესტანტები აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system