თავში

აჭრაში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე დასრულდა

აჭრაში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე დასრულდა
აჭრაში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე დასრულდა

აჭრაში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე დასრულდა და მოძრაობა აღდგენილია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური მუშაობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ღორჯომი-ლაბეიძეებისუბანის და ჩაოს გზის, შუახევის მუნიციპალიტეტში ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქობულეთი-ჭახათი-ცხემვლანა, ჭახათი-ნათაბიარის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

უწყების ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების მიმართულებით აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები და დღის ბოლომდე აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა.

ცნობისთვის, 24 მარტს , აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა და საავტომობილო გზები ჩაიკეტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system