თავში

აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაყვანილ პაციენტს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაყვანილ პაციენტს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს
აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაყვანილ პაციენტს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, რესპირაციული ვირუსის სიმპტომებით გადაყვანილ პაციენტს, რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა-ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ განუცხადა. 

მისივე თქმთ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბილოგიური მასალა კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. 

"ერთი ახალი შემთხვევაა, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია. შემოყვანილია აფხაზეთიდან. აქვს ცხელება, ხველა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევის მიზნით ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაშია გაგზავნილი“, - განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პირი იმყოფებოდა მოსკოვში, საიდანაც ჯერ აფხაზეთში ჩავიდა, შემდეგ კი - ზუგდიდში.

„ორნი მოდიოდნენ. ერთი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მეორე ჩვენთან. სხვასთან კონტაქტს პაციენტი არ ადასტურებს“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ქალაქ გალის მკვიდრი, 50 წლის ქალი გუშინ, გვიან ღამით შეიყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system