თავში

პრესსამსახური: პარლამენტში დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომა აღარ გაგრძელდება

პრესსამსახური: პარლამენტში დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომა აღარ გაგრძელდება
პრესსამსახური: პარლამენტში დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომა აღარ გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტში, დღის მეორე ნახევარში სხდომა აღარ გაგრძელდება და დეპუტატები ვერც ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მოუსმენენ, ,,მინისტრის საათის" ფორმატში. ამის შესახებ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს და იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც სხდომა გადაიდო.

,,12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში აღარ მოხდება. ამავე მიზეზით გადაიდო ,,მინისტრის საათის" ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რის გამოც 5 ადამიანი დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პარლამენტში მომხდარზე პასუხისმგებლობა კი "მოძრაობა" სირცხვილიამ აიღო.  "სისტემა ყარს", - დაწერა მოძრაობამ სოციალურ ქსელში. 

მოგვიანებით კი ხსნარის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ნივთიერება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system