თავში

ახალციხეში კორონავირუსით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ახალციხეში კორონავირუსით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში კორონავირუსით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ახალციხეში კორონავირუსით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმე იყო და ის დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,მეცხრე არხი" ავრცელებს. 

ახალციხელი მამაკაცი მკურნალობას ჯერ ხარაგაულში, შედეგ კი საჩხერის კოვიდმიმღებ კლინიკაში გადიოდა. ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები უცნობია.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 958 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 108 690-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი და საერთო რაოდენობა 89 170-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1012 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system