თავში

ახალ ფიგურანტზე ზეწოლა მიმდინარეობს - მიხეილ რამიშვილი

ახალ ფიგურანტზე ზეწოლა მიმდინარეობს - მიხეილ რამიშვილი
ახალ ფიგურანტზე ზეწოლა მიმდინარეობს - მიხეილ რამიშვილი

"ეს არის არა გამოძიება, არამედ ტერორი",- ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა და დაშინება მიმდინარეობს.

"ამ პიროვნებაზე როგორც შეგვატყობინეს ძალოვანი სტრუქტურებიდან მხრიდან, რომლებიც ჩავიდნენ, გარკევულ შანტაჟს, მუქარას და დაშინებას აქვს ადგილი. მინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ფორმის ვიზიტს, რა საუბარს და როგორ დამოკიდებულებას აქვს ადგილი. საერთოდ ეს არის არა გამოძიება, არამედ ტერორი", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა, რომელსაც თამარი სთხოვდა, იმ შემთვევაში თუ მას რამე დაემართება დედამისისთვის მიეხედა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იყო დაბარებული.

15 დეკემბერს, ოჯახის ადვოკატი, report.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებამ, თვითკვლელობამდე მიყვანის მუხლით, საქმე დასასრულისკენ წაიყვანოს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა მითითებებით არის შესრულებული და მრავალჯერ შეცვლილ, უსაფუძვლო ჩვენებებს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system