თავში

ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული

ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული
ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული

ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული.

სამართალდამცველები განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არტურ გაბრიელიანის სახლთან პატრულირებენ.

სოფელ კულიკამთანაც, სადაც დაპირისპირების დროს მოკლული 27 წლის ახალგაზრდა ცხოვრობდა, პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

მასიური შეტაკება ქალაქში ორ ჯგუფს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 წლის კაცი მოკლეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი სასტუმროს კარი და ფანჯრები ჩაამტვრიეს და ცეცხლი გაუჩინეს. დამწვარია კიდევ რამდენიმე სახლი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ის განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system