თავში

ამ აქლემმა შესაძლოა, ნებისმიერი ოჯახის კარის წინ დაიჩოქოს - კულუმბეგოვი

ამ აქლემმა შესაძლოა, ნებისმიერი ოჯახის კარის წინ დაიჩოქოს - კულუმბეგოვი
ამ აქლემმა შესაძლოა, ნებისმიერი ოჯახის კარის წინ დაიჩოქოს - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნლოგი ბიძინა კულუმგეოვი აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესების გარეშე კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 7-8 ათასამდე გაიზრდებოდა. 

„ამის უკან დგას ადამიანების სიცოცხლე. ეს ხომ არ არის დაავადება, რომელიც ვიღაცას შეეხება და ვიღაცას არა. ამ აქლემმა შესაძლოა, ნებისმიერი ოჯახის კარის წინ დაიჩოქოს, ასეთი შედარება არსებობს იგივე ნარკომანიის დროს. ამიტომ რეგულაციების არდაცვა და წინააღმდეგობის გაწევა, რა თქმა უნდა, არასწორია. ძალიან ვთხოვ ყველას, გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები.

ეს ხომ ბიოლოგიური ომია. ჩვენ გვყავს დაჭრილი ადამიანები. ჩვენი გენერალი, მთავარი ინფექციონისტი იყო დაჭრილი, რა შეიძლება მოხდეს მეტი. ეს შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, შესაძლოა დეკემბრის 20 რიცხვიდან ახალ წლამდე ყოველდღიურად 8-9 ათასი შემთხვევა ყოფილიყო“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. მოგვიანებთ, კორონავირუსი დაუდასტურდა მის მეუღლეს ანა თოფურიასაც.

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 19 ნოემბერს გაუარესდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system