თავში

ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას

ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას
ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება მოსახლეობას

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. 

სააგენოტოს ცნობით, ძლიერი ნალექების გამო მოსალოდნელია მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაც.

"29 აპრილს დღის მეორე ნახევრიდან 30 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system