თავში

ამირან გამყრელიძე: ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, გთხოვთ

ამირან გამყრელიძე: ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, გთხოვთ
ამირან გამყრელიძე: ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, გთხოვთ

ნუ შეიკრიბებით სახლებში, ტაძრებში, უმორჩილესად გთხოვთ, ეს ოთხი დღე კრიტიკულია ქვეყნისთვის,-ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნას ყველა რეკომენდაცია.

"ამ დრომდე ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის გავრცელება და ფართო მასშტაბიან ეპიდემიაში შესვლა. ეს დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად მომზადებულიყო. უკეთესად მომზადებულიყო ჯანდაცვის სისტემა. მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის მონაცემები ეპიდოლოგიური მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს, თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყველა იმ ღონისძიებას და რეკომენდაციას რასაც იძლევა საქართველოს მთავრობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ არ შევიდეთ ამ სპირალში. ჯერ ჯერობით სახელმწიფომ მოახერხა ეს თქვენი გვერდზე დგომით. მაგრამ ახლა უფრო მეტი მონდომებაა საჭირო. განსაკუთრებით ამ წინა სააღდგომო პერიოდში. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მე დღეს გადავაბიჯე ჩემს პატივმოყვარეობას მაგრამ სამაგიეროდ არ გადამიბიჯებია ჩემს პასუხისმგებლობისადმი ჩემი ქვეყნის წინაშე და მოვუწოდე მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში. ნუ შევიკრიბებით, წელს ეს აღდგომა გადავიაროთ და სხვა ფორმატში ჩავატაროთ. დაგვიჯერეთ ექიმებს, გთხოვთ,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system