თავში

"ანას ბაღთან“ აქციის მონაწილეები და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ანას ბაღთან“ აქციის მონაწილეები და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ანას ბაღთან“ აქციის მონაწილეები და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ვარკეთილში, “ანას ბაღთან" აქციის მონაწილეები და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

აქციის მონაწილეების გაღიზიანება სამშენებლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ბენაშვილის განცხადებას მოჰყვა. ბენაშვილის თქმით, აქციაზე ადგილობრივი მხოლოდ 15 ადამიანია და დანარჩენები კი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივს წარმოადგენენ. 

აქციაზე ასევე იმყოფებოდა "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. აქციის მონაწილეებმა ბენაშვილს მონა უწოდეს. 

, „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია დილითაც გაიმართა. ადგილობრივებმა დედაქალაქის მერიას მოუწოდეს, რომ სამშენებლო კომპანიას ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლება არ მისცემენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი და აცხადებენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან. მათივე თქმით, საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაიმართება.

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები საპროტესტო აქციას 10 იანვრიდან მართავდნენ, ისინი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

გასულ კვირას, აქციაზე დაპირისპირებისას 10 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვენენ, როგორც აქციის მონაწილეები ისე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები.

4 მათგანი ხელწერილის საფუძველზე გათავსუფლდა. რაც შეეხება აქციის დროს დაკავებულ ექვს პირს, მათი სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო.

აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულების მიმართ საქმის წარმოება 173-ე და 166-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადგილობრივები ,,ანას ბაღის" ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქციებს რამდენიმე თვეა მართავენ. სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათ მშენებლობისთვის საბუთები წესრიგში აქვთ და მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system