თავში

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება გაფართოვდება - გამყრელიძე

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება
ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება გაფართოვდება - გამყრელიძე

ორ თვიანი შეზღუდვების პერიოდში ქვეყანაში მაქსიმალურად გაფართოვდება ვირუსის ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები თუ სწორედ არის გაკეთებული, თითქმის იგივე შედეგს იძლევა, რასაც  „პისიარ“ ტესტი.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეზღუდვების პერიოდში კიდევ მეტად გაფართოვდეს ადრეული იდენტიფიცირების მიზნით ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა. ამიტომ, მოგეხსენებათ, ბოლო თვენახევრის, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ახალი მიმართულებაა, რომ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები თუ სწორედ არის გაკეთებული, თითქმის იგივე შედეგს იძლევა, რაც ოქროს სტანდარტი, „პისიარ“ ტესტი. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ორი თვის განმავლობაში,  მთავრობის მიერ შემუშავებული შეზღუდვების პერიოდში ქვეყანაში მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისი დადგენილება და მინისტრის ბრძანება გამოიცემა. დაახლოებით დღეში უნდა ჩავატაროთ 10, 11, 12 ათასი „პისიარ“ ტესტი ქვეყანაში და  ამდენი კიდევ სწრაფი ტესტი", - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system